თამარ შუკვანი
23.04.2019

 მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია იუსტიციის საბჭოდან არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გაიწვიოს, სალომე ზურაბიშვილი ამის გაკეთებას არ აპირებს. „ამასთან დაკავშირებით დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი - დღეს ეს საკითხი არ განიხილება," - განუცხადა „რეზონანსს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი ვალდებულია, ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოდან გაიწვიოს. კობახიძის თქმით, დოლიძის მხრიდან სტანდარტების დარღვევა მუდიმივად ხდება.

„ანა დოლიძე ხვალვე შეუძლია გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტმა. ოვალეც არის, რომ გამოიწვიოს, ვინაიდან ის მუდმივად არღვევს იმ სტანდარტებს, რაც არის წარდგენილი სასამართლო ხელისუფლებისათვის. ის პირდაპირი ფორმით არის ჩართული პოლიტიკურ დებატებში და არა მარტო ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლო ხელისუფლებას.

„მე ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა არის რისკის შემცველი იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში იძლევა თვითნებობის შესაძლებლობას და იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დროს პოლიტიკურმა პირებმა მოახდინონ ზემოქმედება იუსტიციის საბჭოს წევრებზე და ნებისმიერი წევრი იუსტიციის საბჭოსი მუდმივად იქნება რისკის ქვეშ. იმიტომ წერია კანონში, რომ მხოლოდ არაჯეროვანი საქმიანობა არის გამოწვევის შესაძლებლობა, რომ თვითნებურად არ მოიქცეს პარლამენტი ან პრეზიდენტი.

„დღეს საფუძველი არ არის გამოწვევისთვის, იმიტომ, რომ არაჯეროვან საქმიანობას არ ჰქონია ადგილი. მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე მუდმივად არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს, პრეზიდენტს არ აქვს მისი გამოწვევის საფუძველი. ის უხეშად არღვევს კანონით გაწერილ უფლებებს, თუმცა ეს მაინც არ არის საქმის არაჯეროვანი შესრულება," - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს" ლიდერებს უპასუხა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას მოითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×