როგორც იტალიური მედია წერს, რომში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის ბრალდებით მაროკოელი დააკავეს. თავდასხმის მიზეზი ჯვარი გახდა, რომელიც ქართველს ეკეთა. შემთხვევა გასულ შაბათს, კათოლიკური აღდგომის წინა დღეს მოხდა.
რომის პროკურატურამ მაროკოს მოქალაქეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო წაუყენა. მოტივად რელიგიურ საფუძველზე სიძულვილი სახელდება. სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით, თავდამსხმელს ქართველისთვის ჯვრის წართმევა უნდოდა.
თვითმხილველის განმარტებით, საქართველოს მოქალაქე მეტროსადგურისკენ მიდიოდა, როდესაც მაროკოელი მოქალაქე დაედევნა და ყელის არეში დაჭრა. მისივე თქმით, მაროკოელი ყვიროდა „იტალიელ კათოლიკეს...“
პოლიციელებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ამოიღეს დანაშაულის ნივთმტკიცება - სამზარეულოს დანა და ბრალდებული გაქცევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი მომხდარი ფაქტის შემდეგ სამართალდამცველებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
პრაიმტაიმი