რეზონანსი
23.04.2019

 (რეზონანსი) ფინანასთა მინისტრმა დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ტყუიში დაადანაშაულა

"ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, ინტერპრეტაციები იყო, მაგრამ ასე ღია, პირწმინდა ტყუილები არც ერთს უთქვამს. ჩვეულებრივად, ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს იტყუებოდეთ. ღიად იტყუებით და წარბი არ გიტოკავთ. ამას ხომ მოხერხება უნდა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

საპასუხოდ კი, რომან გოცირიძემ მაჭავარიანს უთხრა, რომ ის დემაგოგობდა -"ზიხართ და დემაგოგობთ. გაპასუხებინებთ და თუ არა, გაგიშვებთ, - აღნიშნა გოცირიძემ.

„თქვენი გასაშვები რომ გავხდები მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა",- უპასუხა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, რომელსაც დეპუტატები კითხვებს უსვამენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×