ია აბულაშვილი
23.04.2019

 „სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ თემაზე არასერიოზულია და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.  ამჟამინდელ ხელისუფლებასთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს და არც ბიძინა ივანიშვილთან მაქვს კონტაქტი. ამ თემაზე ძალიან ბევრი მისაუბრია და ახლაც ვაცხადებ, რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა და ამის დასაბუთება ძალიან მარტივია.  ამიტომ მე ველოდები ხელისუფლებისგან ფაქტის დადგენას და დამნაშავეების დასჯას“, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემის გააქტიურებას აპირებს.

„ვისაც ჰგონია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, არის აბსოლუტური დეგენერატი და ავადმყოფი, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ყველასთვის სინდისი შემენახა და უამრავი ადამიანი დაიჩაგრა ამ თითიდან გამოწოვილი თემით. მაგრამ ივანივშილს უნდა წამოწიოს ეს თემა, რადგან შეშფოთებულია ჩემი პირადი რეიტინგის საოცარი ზრდით. 

„სამი დღის წინ მოაწყო თათბირი და დაავალა - გავააქტიუროთ ზურაბ ჟვანიას ე.წ. მკვლელობის თემა. ეტყობა გოგლა ჟვანიას ფული შემოაკლდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×