რეზონანსი
23.04.2019

 თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენისა და მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე სხდომა მიმდინარეობდა. პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მსახიობს გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა განესაზღვრა. ლევან ჯიბღაშვილი თანხის შეტანამდე პატიმრობაში დარჩება.

მსახიობი გუშინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×