რეზონანსი
24.04.2019

 კასპის რაიონის მკვიდრი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე კიდევ ერთხელ ამხელს კასპის მუნიციპალიტეტის მერს და შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:

"როგორც კი დავიწყე კასპის მერიის მხილება უნიათობაში და ვიდეოების დადებას მოვუხშირე არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და იმავდროულად ნაცმოძრაობის წევრების დაწინაურების შესახებ, მაშინვე აფუსფუსდნენ მერის ტროლები და თავზე დამახვიეს საკუთარი შპიონ-მონები.

ადამიანები, რომლებიც 2012 წელს ცოცხებით და დიდი რეპრესიებით იმუქრებოდნენ, დღეს კასპის მერის პირად გარემოცვას წარმოადგენენ. ვინც რეალურად გულანთებული იყო 2012 წელს და ნაც-ჯალათებს ებრძოდა, ყველა გაყარეს სამსახურებიდან და მათ ადგილებზე ნაცმოძრაობი“ შტაბის თანამშრომლები და ოჯახის წევრები დანიშნეს. 

თავად კასპის მერს არაფერი არ უკეთებია 2012 წლის პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. ირაკლი ალასანიას პარტიიდან მოსულ ყმაწვილს ვიღაცამ გაუწია ლობირება და დღეს მაჟორიტარობას უპირებს განადგურებულ კასპს. 

ჯერ იყო და ფეისბუქის ფარული ექაუნთით ყველა ჩემს პოსტზე და ვიდეოზე მიკომენტარებდა ერთ-ერთი მომხმარებელი უცენზურო სიტყვებს და ბოლოს გაირკვა, რომ „andria andria“-ად დარეგისტრირებული ტროლი, კასპის მერი აღმოჩნდა. ამის შემდეგ კასპის მერმა სახლში მომიგზავნა თავისი ძმა და მათთვის, საბედნიეროდ, უნივერსიტეტში ვიყავი იმ მომენტში. სახლში დაუბარებია, რომ ჩემ ძმას ნუ აკრიტიკებსო. 

ყველაზე საინტერსო და სამარცხვინო ფაქტია, რომ ის ხალხი უმშვენებს გვერდს, რომლებიც საცემი და დასაჭერ ხალხის სიებს წერდნენ. ნაცების "ნასედკა" ოპერატორებიც გვერდში ჰყავთ, რომლებიც „ქართული ოცნების“ შეკრებებზე დაჰყავდათ და ვიდეოებს იღებდნენ, რომ შემდეგ სუს-ს, კასპის ნაცბანდას, პოლიციას და ზონდერებს უკეთ ეცემათ ხალხი. 

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ გაბორეტებულია ეს ბიჭიო, რომ ვითომ სამსახურის არმიცემის გამო ვწერ ამდენს. მაგრამ სამსახური მეც მქონდა და დედაჩემსაც, თუმცა ორივემ ჩვენი გადაწყვეტილებით დავტოვეთ სამსახური. არანაირი ანაზღაურების ფასად არ მიღირს ღირსების შელახვა და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვხედავ", - წერს ირაკლი მილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×