21 აპრილს მდინარე ალაზანზე ჰესის "ხადორი სამის" მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა რადგან თვლიან, რომ აღნიშნული ჰესი მათთვის საფრთხის შემცველია. ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში სპეცნაზი შეიყვანა, რასაც მოჰყვა მოსახლეობის გაღიზიანება. მოსახლეობასა და სპაცნაზს შორის მოხდა მწვავე შეხლა შემოხლა
საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რეზონანსთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლება, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას იღებს და რეგიონში რაიმეს ახორციელებს, პირველ რიგში უნდა იყოს შეთანხმებული მოსახლეობასთან.
"რეზონანსი":როგორ ფიქრობთ, უნდა ყოფილიყო თუ არა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეთანხმება?
არჩილ გამზარდია: საერთოდ, დემოკრატიის ანბანი ასწავლის საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო სექტორს და ხელისუფლებას, რომ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ისინი იღებენ, უნდა იყოს თანამონაწილე საკუთარი მოსახლეობა. შესაბამისად, როდესაც რეგიონში რაიმეს ახორციელებენ, ეს აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული მოსახლეობასთან, ან ძირითადი ნაწილის მაინც უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს.
უნდა მოახერხონ დაარწმუნონ - ეს მისია ხელისუფლებას ბუნებრივია აკისრია. პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან ყოველთვის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ხდება და მოსახლეობას გვაიძულებენ ხოლმე, რომ მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, მიუხედავად იმისა როგორ ვფიქრობთ ჩვენ,
ამიტომ ეს არის თავი და თავი პრობლემისა რაც ხდება პანკისში, რაც მოხდა რაჭაში და სვანეთში. პრობლემა არის თავად ხელისუფლებაში და იმაში, რომ ისინი ვერ ახერხებენ ადამიანების დაყოლიებას.
"რ": როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეუძლია მთავრობას დაარწმუნოს მოსახლეობა და დაიყოლიოს?
ა.გ: ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და ერთ-ერთი სათავე არის ის, რომ ნდობა ხელისუფლების მიმართ იმდენად დაბალია, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც შეიძლება ხელისუფლებას გაუჩნდეს, იდეაშივე ხშირად უკუდგებულია მოსახლეობისგან.
ჩვენი მოსახლეობის სკეპტიციზმი მოდის ხელისუფლების ხშირი თავნებობისაგან, რომლის ქმედებებში ჩვენ სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ ინტერესებსა და მსახურების სუბსტანციას ვერ ვხედავთ, ეს უნდობლობა არის ძალიან ღრმა და ძალიან ფართო, არ მუშაობენ, საკმარისად ადამიანებს ვერ არწმუნებენ და მათ იდეებს ხშირად კეთილსინდისიერება აკლია
"რ" საუბრობენ ასევე მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხზეც, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
ა.გ: მინისტრთა კაბინეტის სრული უმრავლესობის გადაყენების მოთხოვნა ,რომ დადგეს გავიზიარებდი ბოლომდე, უბრალოდ მე პრობლემას ვხედავ იქ, რომ მათი გადაყენებაც შესაძლოა არაფრის მომტანი იყოს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერაც ხელისუფლების ცალკეული წევრები შეიცვალა, პროფრესული ცვლილება არცერთხელ არ მომხდარა, თორემ, მე სრულიად ვიზიარებ არამარტო ამ საკითხის გამო ძალიან ბევრი საკითხის გამოც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას.
უბრალოდ, ჩემი სკეპტიციზმი მოდის იქიდან, რომ არცერთი საკადრო ცვლილება არ აღმოჩნდა პოზიტიური, პროგრესული და უფრო უკეთესი და სამწუხაროდ ამ საკითხს უკვე სკეპტიკურად ვუყურებ
"რ": მთავრობა ფიქრობს, რომ პანკისი სენსიტიური რეგიონია და ამ რეგიონთან დაკავშირებულ თემებს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, მაგრამ ვიღაცა ხომ არის დამნაშავე, როგორ ფიქრობთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბრალეულება?
ა.გ : პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს მათზეც, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ვინც მშენებლობვაზე არ შეუთანხმდა მოსახლეობას, არ დაარწმუნა, ვინც სპეცრაზმი შეიყვანა, ვინც გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი და ასე შემდეგ. ეს ადამიანებიც უნდა იყვნენ თანაბარ პასუხისგებაში, ამიტომ, მხოლოდ მოქალაქეს ავკიდოთ პასუხისმგებლობა,რომ რატომ ესროლა ქვა პოლიციელის მიმართ - ეს არის შერჩევითი სამართალი. პირადად მე, ცალკეული მოსახლეების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას მივიღებდი, თუკი ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებდა სახელმწიფო სექტორიც.
პანკისის მოსახლლეობა ავდაცვით რეჟიმში. რადგანაც იციან, რომ მარტო მათზე უნდა გადატეხოს სახელმწიფომ ჯოხი. როგორ ესროლა ვიღაცა ბებიამ ქვა პოლიციელს და თვითონ არაფრის პასუხისმგებლები არ უნდა იყვნენ - დაწყებული ეკონომიკის სამინისტროდან, დამთავრებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი და ყველა სხვა დანარჩენი.