რეზონანსი
25.04.2019

 სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი, თბილისის მეტროპოლიტენში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება . მისის აზრით, თბილისის მეტროში საგანგაშო მდგომარეობაა.

"მეტრო კვლავ გაჩერდა, ვინ მოთვლის მერამდენედ. ან მოკლე ჩართვაა, ან კაბელები ზიანდება, ან რელსების პრობლემაა, ან წყალი ჩამოდის, ან ხიდებზე ბზარები ჩნდება, ან ესკალატორები ითიშება....

ჰოდა, როცა დედაქალაქში მეტრო პრაქტიკულად აღარ გვაქვს, რა მიწისზედა მეტროზე საუბრობთ მერიაში?! რა სამგორი-ლილოს მიმართულება უნდა გააკეთოთ?! თავზე დაგვენგრა რაც არის ის. ხალხი მგზავრობს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად!

მიწისზედა მეტროს 90 მილიონი დოლარით, მოახდინეთ არსებულის რეაბილიტაცია! ვინმე დარჩით ტრანსპორტის სამსახურში, ვინც საღად აფასებთ შექმნილ კრიზისულ ვითარებას? რას ატყუებთ ამ ხალხს რომ მეტრო უსაფრთხოა. ყოველდღე, მეტროს ავარიული გაჩერება უსაფრთხოებაა? ხვდებით რომ შეიძლება ადამიანები შეეწირნონ თქვენს გულგრილობას?!" - წერს მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×