მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 ე მუხლის პირველი და მესამე "ა" ქვეპუნქტებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მსახიობმა და ბიზნესმენმა 10-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
გიორგი გიორგანაშვილი - მსახიობი
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე "ბახალას" ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ედება. მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბიდან პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების "ბუპრენორფინის" შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი ამოიღეს. მას 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია - "ბირჟა მაფია"
რეპერები 2017 წლის 8 ივნისს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტ "ბირჟა მაფიის" წევრებს YOUNG MIC (მიშკა მგალობლიშვილი) და KAY G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების MDMA-ს უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
კახა მამულაშვილი (მამულიჩა) - პროდიუსერი
პროდიუსერი კახა მამულაშვილი სამართალდამცველებმა 2015 წლის 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებოდა ბრალად. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.
მამულაშვილს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
2015 წლის 9 სექტემბერს კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას, დაცვის მხარის შუამდგომლობით, პატიმრობა 15 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალა.
ლევან როსტოშვილი (როსტო) - ტელეწამყვანი; ლაშა კურტანიძე - მსახიობი
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს - 5 წელი. 2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. ამ დრომდე სასჯელს იხდის ლევან როსტოშვილი, რომელმაც როგორც ცნობილია შეწყალება ითხოვა, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.
თემურ თათარაშვილი - მომღერალი
მომღერალი თემურ თათარაშვილი 2006 წელის 26 სექტემბერს თბილისში, სანაპიროზე დააკავეს. მას ნარკოტიკული ნივთიერება სუბუტექსის შენახვა-რეალიზაცია ედებოდა ბრალად. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თათარაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მომღერალი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2008 წლის 27 იანვრის პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე.
ლევან მგალობლიშვილი (პანჩო) - მომღერალი
მომღერალი ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო 2012 წელს ციხეში მოხვდა. ამის მიზეზი მარიხუანას მოხმარება გახდა. მომღერალმა სასჯელი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოიხადა. წელიწადნახევარი ჰქონდა მისჯილი, თუმცა მხოლოდ წელიწადი მოიხადა და ამნისტიით გათავისუფლდა.
კახა აბუაშვილი (კაბუ) - მომღერალი
მსახიობი კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი 2007 წელს თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს. ნარკოტიკული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლომ აბუაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და მეორე დღესვე გაათავისუფლა. მომავალში მსახიობს არაერთ ინტერვიუში უღიარებია, რომ სხვადასხვა დროს ნარკოტიკთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
მოზადებულია AMBEBI.GE-ს მიხედვით
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე