რეზონანსი
25.04.2019

 მგზავრობისას ბილეთის არქონის შემთხვევაში ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.

კანონპროექტის თანახმად, მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე.

ასევე მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს ავალდებულებს პრაქტიკულად მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი.

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×