თამარ შუკვანი
26.04.2019

 „19 მაისი არჩევნებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს; ეს ერთგვარი ტესტია. მართალია, ვითარება არსებითად არ შეიცვლება, თუმცა შეიცვლება დამოკიდებულება რეალობის მიმართ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შუალედურ არჩევნებზე საუბრისას.

პაატა ზაქარეიშვილი: „ოცნების" კანდიდატების პირველივე ტურში გამარჯვება დასტური იქნება, რომ ხალხს „ქართული ოცნების" პოლიტიკა მოსწონს და 2020 წლამდე ასე გაგრძელდება. თუკი მეორე ტური შედგა და პირველ ტურში ვერცერთი კანიდიდატი ვერ გავიდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ „ოცნებას" ხალხი არ ენდობა.

პრინციპული მნიშვნელობა აქვს; ნდობის მომენტია, მოსახლეობა რამდენად ენდობა „ქართული ოცნების" პოლიტიკას და როგორც ტესტი, მნიშვნელოვანი იქნება. საბოლოო ჯამში შედეგებს არ შეცვლის, „ქართული ოცნების" კანდიდატები წავლენ მერებად თუ ოპოზიციის. ვითარება არსებითად არ შეიცვლება, თუმცა შეიცვლება დამოკიდებულება რეალობის მიმართ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რეზონანსი": როგორია დღეს „ქართული ოცნების" რეიტინგი?

პ.ზ: ეს გამოჩნდება არჩევნების დროს. მგონია, რომ დაბალია. წესით მეორე ტური უნდა გაიმართოს; შეიძლება ზოგიერთ რეგიონში „ქართულმა ოცნებამ" ვერც კი გაიმარჯვოს, მაგალითად ზუგდიდში.

„რ": „ევროპული საქართველო" „ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორ შეაფასებთ მათ ერთგვარ დაპირისპირებას?

პ.ზ: ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია როგორც „ნაცმოძრაობა," ისე „ევროპული საქართველო," მათ საერთოდ ტერორისტულ ორგანიზაციად აღვიქვამ, საქართველოს წინაშე დანაშაულიც კი აქვთ ჩადენილი, 2008 წლის ომის კონტექსტიდან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, მათი კინკლაობა არჩევნების წინ პირველად არ ხდება და ეს აშკარად „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

მათი სანქციელი არის ყოვლად სამარცხვინოც კი, რადგან არ შესწევთ უნარი არჩევნების წინ მაინც თავი შეიკაონ. სამაგიეროდ, ეს ადასტურებს ლეგენდას, რომ მეორე ფრთა აშკარად „ქართული ოცნებიდან" იმართება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×