მომღერლის მეუღლე მაია ჯორჯაძემ ოჯახის სააღდგომო რიტუალზე ჰყვება.
"ახლა ძალიან მძიმედ ვარ. მე და გიოს ჩვენი რიტუალი გვქონდა. ღამით ჭავჭავაძეზე, ეკლესიაში გადავიდოდით. ძალიან უყვარდა პასკა, სადაც დაინახავდა, ვუკვეთავდით. მოჰქონდა და მოჰქონდა. სტუმრად სადაც მიდიოდა, ყველგან პასკას გაიყოლებდა.
მე და გიოს დას ერთ ღამეს დაგვესიზმრა ჩვენი გიო - "აქ ვარ, თქვენთან და რა ამბავი ატეხეთო". უცხოები მწერენ, მეუბნებიან, რომ ესიზმრებათ. ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ აქ არის. იცით, კიდევ როგორი დამთხევევებია - ვიღაც დამირეკავს და მეტყვის, დამესიზმრა და მაგალითად, ქათამი და ბაჟე ითხოვაო ან ნამცხვარი ითხოვაო და მართლაც იმ დღეს ის საჭმელი მაქვს სახლში. ვხვდები, რომ მართლა ჩვენთან ერთადაა", - უთხრა "პრაიმტაიმს" მაია ჯორჯაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე