რეზონანსი
28.04.2019

 მუსიკოს ზაზა კორინთელი, იგივე "ზუმბა" უკვე 4 წელია, რაც სამშობლოდან წავიდა. P.S. მას კალიფორნიაში სან-ხოსეში ესტუმრა. მუსიკოსს სამშობლოს დატოვება არ უნდოდა, თუმცა სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა. აქ მისთვის უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ ჩანდა. ამერიკაში საცხოვრებლად "ზუმბა" 2015 წელს წავიდა.

"ზუმბა" თავისი ბენდის წევრებთან ერთად ორსაათიანი რეპერტუარი აქვს დამუშავებული. მუსიკოსის თქმით, პროექტი ჩასაწერად აქვს  გამზადებული ალბომის სახით, თუმცა როგორც ამბობს, ამისთვის ფინანსებია საჭირო.

"ზუმბა" და მისი ბენდის წევრები კონცერტებს სხვადასხვა კლუბებში მართავენ. მუსიკოსს იმედი აქვს, რომ ოდესმე საქართველოში მდგომარეობა შეიცვლება და ის სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს, თუმცა მარტო არა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×