(რეზონანსი) სოციალურ ქსელ Facebook-ზე გარდაცვლილი ადამიანების პროფილების რიცხვი უახლოეს 50 წელიწადში ცოცხალი მომხმარებლების რიცხვს გადააჭარბებს.ამის შესახებ ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.
კვლევის თანახმად, 2100 წლამდე Facebook-ის 1,4 მილიარდი მომხმარებელი მოკვდება, ასეთ შემთხვევაში კი გარდაცვლილი ადამიანების პროფილების რიცხვი ცოცხალი ადამიანების პროფილების რიცხვს 2070 წელს გადააჭარბებს.
მკვლევარებმა ორი ექსტრემალური სცენარი განიხილეს. ერთის მიხედვით, Facebook-ს ახალი პროფილები საერთოდ არ ემატება, მეორეში კი ახალი პროფილების რიცხვი ყოველწლიურად 13%-ით მატულობს. თუმცა, მეცნიერების აზრით, რეალობაში ამ ორ პროგნოზს შორის საშუალო მაჩვენებელს მივიღებთ.
თუ Facebook-ის ზრდა არსებული ტემპით გაგრძელდება, გარდაცვლილი ადამიანების პროფილების რიცხვი 21-ე საუკუნის ბოლოში 4,9 მილიარდს მიაღწევს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე