
28 აპრილს სომხეთის დედაქალაქი ასეულობით კრიმინალურ "ავტორიტეტს" მასპინძლობდა. "კანონიერი ქურდები" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერევანში არმენ კაზარიანის ქალიშვილის ქორწილში შეიკრიბნენ. სტუმრებს შორის იმყოფებოდა რამდენიმე ქართველი "კანონიერი ქურდიც".
ერევნის ცნობილ რესტორანში კაზარიანის ქალიშვილის ქორწილში, სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად, რუსული ესტრადის ქართველმა შემსრულებელმა, სოსო პავლიაშვილმაც იმღერა.
სომხური მედიის ცნობით, კაზარიანის ქალიშვილი სომხეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ედუარდ მადატიანის ახლო ნათესავზე დაქორწინდა.
ცნობილია, რომ ერევანში წვეულებაზე 300-მდე სტუმარი მხოლოდ აშშ-დან ჩავიდა, სადაც არმენ კაზარიანი 1996 წლიდან 2018 წლამდე ცხოვრობდა და არაერთ კრიმინალურ სკანდალში იყო გახვეული.
"პრაიმტაიმის" ცნობით, ამერიკაში კაზარიანი დანაშაულებრივ სინდიკატს ხელმძღვანელობდა, რომლის სახელთან სადზაღვეო პოლისებით მილიონობით თანხის მითვისება არის დაკავშირებული. ექიმებისა და პაციენტების პერსონალური მონაცემების ქურდობით სახელმწიფო დაზღვევის პროგრამიდან აღნიშნულმა ჯგუფმა ჯამში 165 მილიონი დოლარი მიითვისა.
54 წლის არმენ კაზარიანს კრიმინალურ წრეებში "პზო"-ს მეტსახელით იცნობენ. ის "კანონიერ ქურდად" 1991 წელს, 26 წლის ასაკში აირჩიეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე