პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია შემდეგე სახის მიმართვას ავრცელებს:
"ივანიშვილის ვექილობის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ, რაც ამ ბოლო დღეებში ჩემს ყურს ესმის და რაზეც არანაირი რეაგირება, არც თავად მილიარდერს, არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არა აქვს, მაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს საყრდენი მოშლილია და ლამისაა ჩაინგრეს!
მიმიფურთხებია ისეთი დემოკრატიისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის, სადაც ადამიანს ყველაფრის უფლება ეძლევა, ხოლო, პასუხს არაფერზე არ აგებს!
ნიკა გვარამიას "დედამოტ….. სვავის" აფიშირება არ ეყო, ახლა "ანაკონდის" დასახრჩობად გვაგულიანებს (თან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში) და ხმის გამცემი არავინააა!
კიდევ ვიმეორებ: ნაკლებად მაფიქრებს, დარჩა თუ არა ივანიშვილში ღირსების ელემენტარული გრძნობა - მე უფრო ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მთლიანად ჩამოშლა და დაუცველობის (უკიდურეს შეურაცხყოფასთან, სულში ჩაფურთხებასთან) შეგუების განცდა მაშფოთებს.
სწორედ აქედან იწყება ერის ხრწნადობის პროცესი, რომელსაც შემდგომ ვერაფერი შეაჩერებს!
საით მივექანებით, მეგობრებო?!" – წერს ზაურ ნაჭყებია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე