ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ პიველი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობს „ჯვაროსნებზე" და სირიაში „ისლანური სახელმწიფოს" უკანასკნელი საყრდენი პუნქტის, ქალაქ ბაგუზისთვის ბრძოლის დასრულების შესახებ. ვიდეოს „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული რესურსი „ალ-ფურქან მედია" ავრცელებს.
ეს იყო პირველი ვიდეომიმართვა, რომელიც ალ-ბაღდადიმ 2014 წლის ივლისის შემდეგ გაავრცელა, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არაა როდის იყო ვიდეო გადაღებული და ნამდვილად „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერია თუ არა ნაჩვენები. ვიდეოში ალ-ბაღადის გარდა ჩანან მისი თანამოაზრეები, თუმცა ყოველი მათგანის სახე დაფარულია და მათი ამოცნობა, სავარაუდოდ, შეუძლებელია.
არსებობს ვარაუდი, რომ ალ-ბაღდადიმ რამდენიმე წლის განმავლობაში გარეგნობის შეცვლა მოახერხა. კერძოდ, წვერის ქვედა ნაწილი გადაიღება და წონაშიც მოიმატა. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროების ცნობით, ალ-ბაღდადის სირიიდან ერაყში უნდა გაქცევა.
ვიდეომიმართვაში ალ-ბაღდადი საუბრობს შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტზე და აღნიშნავს, რომ კათოლიკურ ეკლესიებზე თავდასხმების მოწყობა სირიაში მომხდარ მოვლენებზე „ისლამური სახელმწიფოს" საპასუხო ნაბიჯი იყო.
ალ-ბაღდადის განცხადების საფუძვლეზე, სავარაუდოდ, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსაა ჩაწერილი. შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს შრილანკაში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ვიდეოს ბოლოს ის აცხადებს, რომ მართალია ბაღუზაში ბრძოლა დასრულებულია, თუმცა „ისლამური სახელმწიფო" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას აპირებს და, გარდა ამისა, განაცხადეს, რომ საჭიროა „ისლამური სახელმწიფოს" ყველა ლიდერის პასუხისგებაში მიცემა.
ცნობისთვის, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელებულა ცნობა იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა. მაგრამ ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ ინფროკმაცია არც ერთხელ არ დადასტურებულა ოფიციალურად.
2018 წლის თებერვალში ერაყის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, აბუ ალი ალ-ბასრიმ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი ცოცხალია, თუმცა დაჭრილია და საწოლს მიჯაჭვული, შესაბამისად „ისლამური სახელმწიფოს" ფაქტობრივ ლიდერად აღარც ითვლება.