ია აბულაშვილი
30.04.2019

 „შალვას ადგილზე დებატებში არ შევიდოდი და ხმასაც არავის გავცემდი. ყველას ვეტყოდი, რომ წაიკითხეთ ამ საქმეზე  ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ამა და ამ გვერდიდან. შალვას არაფერი აქვს სამტკიცებელი. რასაც ამტკიცებდა, ყველაფერი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში არის აღწერილი“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „გვირგვლიანის საქმეზე“ ადვოკატ შალვა შავგულიძისა და მოსამართლე ლევან მურუსიძის დებატებს, რომელიც დღეს „იმედზე“ გაიმართება.

„გვირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით რაც ხდება, წარმოუდგენელი ამბავია. 10 წელი გავიდა და დებატები იმართება მაშინ, როცა ევროსასამართლოს გადაწყვტილებაში ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, როგორ უსმართლოდ იქცოედა  მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება დაწყებული ქვედა რგოლიდან, ზედა რგოლამდე. ეს იცით რას ჰგავს - ჭრილობას რომ მარილი დააყარო. წარმოუდგენელი მკრეხელობაა.

მურუსიძე ამ დებატებს ვერ მოიგებს, მაგრამ ის თავის დავალებას ასრულებს. ეს კაცი გახდა „ოცნების"“ რუპორი  და ეს არის „ქართული ოცნების“ სირცხვილი.

„შალვას ადგილზე დებატებეში არ შევიდოდი, ხმასაც არავის გავცემდი და ყველას ვეტყოდი, რომ წაიკითხეთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ამა და ამ გვერდიდან. შალვას არაფერი აქვს სამტკიცებელი. ის რასაც ამტკიცებდა, ევროსასამათრლოს გადაწვეტილებაში დეტალურად ჩაიწერა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×