რეზონანსი
30.04.2019

 დედამიწაზე გამანადგურებელი ასტეროიდის ჩამოვარდნა რეალური შესაძლებლობაა და არა სამეცნიერო ფანტასტიკა. ამის შესახებ განცხადებას, NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდენსტაინი აკეთებს. იგი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა შესაძლო საფრთხის გასამკლავებლად სერიოზულად უნდა მოემზადოს.

NASA, აშშ-ს საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტო და სხვა მხარეები ემზადებიან თავდაცვითი წრთვნების ჩასატარებლად, სადაც ასტეროიდის დედამიწაზე ვარდნის სიმულაცია მოხდება.

„ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ეს ჰოლივუდი არაა და არც ფილმი. ეს წრთვნა ემსახურება ჩვენი პლანეტის დაცვას, პლანეტის, რომელიც ერთადერთია, სადაც ამ ეტაპზე ადამიანებს სიცოცხლე შეუძლიათ. მომაკვდინებელი ასტეროიდის იდეა, საკმაოდ ახლოსაა რეალობასთან და სულაც არ წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს,“ - აცხადებს ჯიმ ბრაიდენსტაინი.

მან ჩელიაბინსკის მეტეორიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2013 წლის თებერვალში, ურალის მთების სამხრეთ ნაწილში მომხდარი შემთხვევა, მოსალოდნელი კატასტროფის სერიოზულ მასშტაბებზე მიუთითებს. კოსმიური აფეთქების სიმძლავრე მაშინ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებას გაუტოლდა და დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მართალია ასეთი შემთხვევები ყოველ 60 წელიწადში ერთხელ; ხდება, თუმცა ბოლო 100 წლის განმავლობაში, ასტეროიდის ვარდნა უკვე სამჯერ დაფიქსირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მორიგი ინციდენტი შესაძლოა ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მოხდეს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×