ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ასტროლოგიური მოვლენების შესახებ წერს:
"25 აპრილს თითქმის ორბისში შევიდა მარსისა და ნეპტუნის კვადრატი. პიკს მიაღწია 27-ში, შემდეგ დაშლისკენ წავა და 4 მაისს ამოიწურება.
და რას მოიტანს?
ინტრიგებს, მოტყუების მცდელობებს, არაფრის კეთების, პასიურობის სურვილს, იმედგაცრუებას და დეპრესიულობას.
ამ დღეებში ნუ მიმართავთ ყოველ უმნიშვნელო წვრილმანზე ახლობლებს რჩევისთვის, ზოგი რამ თავადაც გადაწყვიტეთ. ახლა ისეთი პერიოდია, ადამიანების უმეტესობას საკუთარი პრობლემებიც ბევრს აწუხებს. შესაძლოა ისინი ამჯერად მზად არ იყვნენ, რომ ყურადღება და თანაგრძნობა გამოხატონ.
არ გადადგათ ახლა არც ერთი ნაბიჯი, თუ სიტუაცია მაქსიმალურად არ გაქვთ შესწავლილი და შედეგები გათვლილი. ის კი არადა, შესაძლოა გეგონოთ, რომ ყველაფერი გარკვეული გაქვთ, მაგრამ შეცდომაში აღმოჩნდეთ შეყვანილი. ნუ დაუგდებთ ყურს ჭორებს, ნურც თქვენ იჭორავებთ. ფრთხილად, მტრებს არ სძინავთ! და ახლა ისინი განსაკუთრებულად საშიშნი არიან!
პირად ურთიერთობებში იყავით უშუალო და გულწრფელი, ნუ დაიწყებთ ამ დღეებში სიტუაციის გამორკვევებს, შედეგი ნეგატიური იქნება.
არასასურველი პერიოდია ქორწინებისათვის, ნათლობისათვის, პირველი ზიარებისათვის.
მოერიდეთ ალკოჰოლს და თრობის სხვა საშუალებებს.
არაა რეკომენდებული ქირურგიული ჩარევები, ნარკოზი, ყველანაირად თავი შეიკავეთ თვითმკურნალობისაგან.
4 მაისი არის ასპექტის მუშაობის მაქსიმალური ვადა. 29-ის შემდეგ ეს ასპექტი უკვე საგრძნობლად სუსტი იქნება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე