ჟურნალისტი თამო კეშელავა შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"ოჯახის სიწმინდის დღეზე ვინ იმღერებს და ვინ არა, ეს არის გასარკვევი? მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარეთ! 7 შვილის დედამ, უცხოეთში ვაპირებ წასვლასო! 8 შვილიანი ოჯახი 30 კვადრატში ცხოვრობს...
რაში მაინტერესებს ვინ სად იმღერებს? საერთოდ რა საჭიროა კონცერტი?
დადგით მონიტორი და გაუშვით საოჯახო ვიდეოები! ყველა მოსიყვარულე ოჯახს აქვს რამდენიმე კარგი საოჯახო ვიდეო! რა ჯობს შვიდი, რვა, ათი და-ძმის საოჯახო ვიდეოს ნახვას? რას იმღერებენ ამაზე უკეთესს?
პარალელურად, მონიტორზე გავიდეს ანგარიშის ნომერი, რომელზეც დღის მანძილზე თანხას ჩავრიცხავთ, მათ შორის, კონცერტის ფულს, მათ შორის, იმ დღეს, რაც ტაძრებში შესაწირი შევა ისიც გავიმეტოთ და ვნახოთ, საღამომდე რამდენი ოჯახის დასახმარებელი თანხა შეგროვდება", - წერს კეშელავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე