რეზონანსი
01.05.2019

 სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი ადასტურებს, რომ სულხან მოლაშვილი წამების საქმეში ხელს გიგა ბოკერიას ადებდა. როგორც თამაზ მოლაშვილმა “კვირას” განუცხადა, სულხან მოლაშვილს ამის შესახებ საჯაროდაც განუცხადებია. მეტიც, სულხან მოლაშვილი მამა ამბობს, რომ ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” პერიოდში გიგა ბოკერიამ ერთ-ერთ პირს აჩვენა დასაჭერი ადამიანების სია, რომელთა შორისაც სულხან მოლაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა:

“ტელევიზიით საუბრობდა სულხანი რომ ბოკერიაც ფიგურირებდა მისი წამების საქმეში, ყველამ იცოდა, რომ მოლაშვილი ხელს ადებდა ბოკერიას, გინდ გაზეთით, გინდა ტელევიზიით ერთხელ მაინც გასცა ბოკერიამ პასუხი ცოცხალ სულხან მოლაშვილს?! ცოცხალი რომ არ არის ახლა რასაც უნდა იმას იტყვის. როდესაც რევოლუცია მოხდა, სულხანმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, მაშინ სულხანთან მუშაობდა ერთი პიროვნება რომან ბოკერია, ძალიან კარგად ვიცი, ეს რომანი სულხანმა გიგა ბოკერიასთან გააგზავნა და უთხრა ჰკითხე რა უნდა რას გვერჩისო, ბოკერიასგან რომ დაბრუნდა ეს ბიჭი სულხანს უთხრა ბატონო სულხან გიგა ბოკერია ვნახე, სია მაჩვენა და მითხრა ხელისუფლებაში რომ მოვალთ ესა და ეს პიროვნებები უნდა დავიჭიროთ და თქვენც ხართ ამ სიაშიო.

დაწყებული პირველი დღიდან, რაც სოსო ბარათაშვილი და შალვა შავგულიძე სულხანის ადვოკატები გახდნენ მეც და ჩემი მთელი ოჯახის კმაყოფილები ვიყავით, ისინი მთელი გულით და სულით ედგნენ მხარში სულხანს, შესაბამისად, სუფთა ადამიანური თვალსაზრისით იმ პერიოდის გათვალისწინებით რაც ისინი სულხანის ადვოკატები იყვნენ ოდნავი პრეტენზია არ მქონია, მაგრამ ახლა ამ გადასახედიდან როცა ვხედავ, რომ შალვა იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად გამოდის, რომლებმაც შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს.

რაც შეეხება მურუსიძეს ის მაშინაც ნამუსგარეცხილი იყო და ახლაც ასეთია. ამ კუთხით შალვა სწორია, მისნაირი მოსამართლეები რომ აღარ უნდა სასამართლო სისტემაში, მაგრამ ხომ შეიძლებოდა სხვა ფორმით სხვა ადამიანების გვერდით დამდგარიყო და ისე ებრძოლა და არა ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებთან?! იმ რეჟიმმა მომიკლა შვილი და ვინც მათ მიეტმასნება ჩემთვის ყველა არის საზიზღარი პიროვნება. ყოველ დღე დავდივარ სულხანის საფლავზე, დავტირივარ და სანთელს ვუნთებ, შვილი აღარ მყავს, ეს გამიკეთეს "ნაციონალებმა", არავინ მომეწონება მათ გვერდით”, – აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×