"პოლიტტექნოლოგიის თვალაზრისით ამ თემის განხილვას აზრი შეიძლება ჰქონდეს, რადგან "ქართულ ოცნებაში" ვარდნის და დეგრადაციის პროცესი გრძელდება. დღევენდელი მოცემულობა მათთვის მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდება. რაც უფრო ადრე ჩაატარებენ არჩევნებს, აქვთ შანსი რაღაც შედეგი მიიღონ".
ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ქართულ ოცნებაში" აქტიურად განიხილება შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი და ამის აუცილებლობაში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშივლიც დაარწმუნეს.
ამ მოსაზრებას დასაშვებად მიიჩნევს ექსპერტთა გარკვეული ნაწილი. მათი აზრით, თუ დღეს ვინმეს ვადამდელი არჩევნები სჭირდება, ეს ხელისუფლებაა, მაგრამ მოვლენების ამ სცენარით განვითარება მომგებიანი ვერ იქნება ოპოზიციისთვის.
"ინფორმაცია გასაგებია, რომ "ქართულ ოცნებაში" მიდის საუბარი ვადამედელ არჩევნებზე, მაგრამ მე სკეპტიკურად ვუყურებ მოვლენების ამგვარ განვითარებას და არა მგონია, რომ "ოცნებაში" ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღონ.
"თუმცა, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით ამ თემის განხილვას შეიძლება აზრი ჰქონდეს, რადგან "ქართულ ოცნებაში" ვარდნის და დეგარდაციის პროცესი გრძელდება, დღევანდელი მოცემულობა მათთვის მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდება.
"ამიტომ, რაც უფრო ადრე ჩაატარებენ არჩევნებს, აქვთ შანსი რაღაც შედეგი მიიღონ; პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების თემასაც, რომელიც დღეს ასე აქტუალურია, დაასრულებენ. რაც შეეხება ოპოზიას, არჩევნები არ გვინდაო ამას ვერ იტყვიან, რადგან სულ არჩევნებს გაიძახიან" - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყარელიძის თქმით, ვადამდელი არჩევნები მომგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის, იმდენად, რამდენადაც დღეს მას წამყავანი მდგომარეობა უკავია, ექენება თუ არა წამყვანი პოზიციები 2020 წლისთვის, არავინ იცის.
"ვადამდელ არჩევნებზე დიდი ხანია არის ლაპარაკი, და ერთ-ერთი წყარო გახლდათ ოპოზიცია. ახლა, როგორც ჩანს, იგივე წინადადება აქვთ "ქართულ ოცნებაშიც". როცა ოპოზიციის შემოთავაზებაზე ვადამდელი არჩევნების ანალიზს მთხოვდენ, მაშინაც ვამბობდი, რომ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებას უფრო აწყობს და რატომ ითხოვდა ოპოზიცია, გაუგებარია მეთქი.
"ბუნებრივია, ხელისუფლებას აწყობს ვადამდელი არჩევნები იმდენად, რამდენადაც დღეს მას წამყვანი მდგომარეობა უკავაია. 2020 წელს ექენება თუ არა წამყვანი მდგომარეობა, კაცმა არ იცის. როგორც ჩანს, თავადაც, 2020 წლისთვის დიდად გამოსწორდეს საზოგადოების აზრი, არ ელიან.
"რას იზამს ოპოზიცია, არ ვიცი, დათანხმდება თუ არა, გააჩნია, როგორ შესთავაზებს ხელისუფლება. მაშინ, სათქმელი აღარ ექნებათ და თვითონ ატეხენ ყიჟინას, რომ ხელისუფლება იძულებული იყო დათანხმებოდა ჩვენს შეთავაზებულ წიადადებასო"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.