უფრო და უფრო აქტიურდება ხმები იმის თაობაზე, რომ "ოცნებაში" აქტიურად განიხილება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი და ამის აუცილებლობაში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშივლიც დაარწმუნეს.
ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, ტაქტიკური თვალსაზრისით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ამ ეტაპეზე ხელისუფლებისთვის მომგებიანია, მაგრამ მოვლენების ამ სცენარით განვითარება ოპოზიციის გამარჯვების შანსებს ამცირებს. ამიტომ, ხელისუფლება ყველათფერს გააკეთებს, თუნდაც ხელოვნურად შექმნის სიტუაციას სასურველი შედეგის მისაღწევად.
რატომ შეაქვს კორექტირება მმართველ პარტიას საარჩევნო გეგმებში და რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ამის შესახებ "რეზონანსი" კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაბურა.
ავთანდილ დემეტრაშვილი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩვეულებრივი პროცესია საპარლამენტო რესპულიკაში და ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა პარლამენტი განიცდის ნდობის გარკვეულ დეფიციტს და არაეფექტურია მთავრობა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვტილების მიღება მხოლოდ მმართველი გუდის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და მის გარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება.
რაც შეეხება პროცედურებს, პირველი ის, რომ პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას, გადადგა პრემიერი, გადადგა მთლიანად მთავრობა. ორი კვირის ვადაში საუკეთესო შედეგების მქონე პარტია (ამ შემთხვევაში "ოცნება") ასახელებს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, რომელიც ქმნის მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად კი საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3-ზე მეტი. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა ვერ გამოუცხადა, პრეზიდენტს შეუძლია 2-3 კვირის ვადაში დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
არის კიდევ ერთი პროცედურა, რომელიც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მმართველმა გუნდმა უნდა აღიაროს, რომ მთავრობა არაეფექტურია. ყველაზე მარტივი გზა არის პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ უარი თქვას მანდატებზე.
ტაქტიკური თვალსაზრისით კი მმართველ პარტიას ეს გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს, თუ ხედავს, რომ მისთვის კარგი დროა არჩევნების ჩასატარებლად და 2020 წელს საზიანო იქნება. ასევე ამ ეტაპზე მმრთველი გუნდი არ თანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას, გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს; არა მგონია, რომ პარლამენტის უმრავლესობა ამაზე წავიდეს და ცვლილება შეიტანოს. ამიტომ ვადამდელი არჩევნებით ეს საკითხიც მოიხსნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ არც ოპოზიციაში და არც საზოგადოებაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ერთიანი დამოკიდებულება არ არის. მაჟორიტარული სისტემა ცუდი რომ იყოს, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ამ სისტემით არჩევნები არ ჩატარდებოდა. მე მომხრე ვარ, შენარჩუნდეს მაჟორიტარული სისტემა, ოღონდ სისტემა უნდა გახდეს სრულყოფილი, თუნდაც ჩაიწეროს, რომ მაჟორიტარი, რომელიც ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოხდეს მისი გაწვევა" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.