რეზონანსი
02.05.2019

 ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს და სანდრო გირგვლიანს პატიებას სთოხვს:

"საწყალი სანდრო გირგვლიანი… მერამდენე წელია გლეჯენ, წეწავენ, ხორცებს ათლიან, სულს უმწარებენ, ჯიჯგნიან… არასდროს დასრულდა ეს ჯოჯოხეთი. არადა, ისინი ვინც სანდრო ამ დღეში ჩააგდო აღარავის ახსოვს და ცხოვრობენ თავისთვის სადღაც, ისე, რომ არც არავინ კითხულობს მათ ამბავს.

გვაპატიე სანდრო, ვერ დაგიცავით, ვერ ვიპოვეთ შენთვის სამართალი, ვერ დაგიმშვიდეთ ნატანჯი სული… გვაპატიე…"  – წერს მაკა რაზმაძე.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×