რეზონანსი
02.05.2019

 (რეზონანსი) „მინისტრის საათის" ფარგლებში საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. მინისტრს მოხსენების შემდეგ დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. მათ შორის, კითხვით მიმართა ემზარ კვიციანმა, თუმცა მინისტრს მის კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

მოგვიანებით, „პატრიოთა ალიანსის" წევრმა გიორგი გახარიას შენიშვნა მისცა.

„ძალიან გული დამწყვიტეთ. ჩემს არცერთ კითხვას არ უპასუხეთ. ქრისტე აღდგაზე მაინც გეპასუხა ჭეშმარიტად აღდგაო", - მიმართა კვიციანმა გახარიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×