რეზონანსი
02.05.2019

 (რეზონანსი) გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და საქმის გამომძიებლები დაკითხეს.

ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, მათ შორის იმ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც ბრალდების მხარის ერთერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ პირდაპირი მტკიცებულება იაგო ნებიერიძის ბრალის დამადასტურებელი ბრალდებას არ წარმოუდგენია. ასევე ადვოკატის განცხადებით შემთხვევის დროს მას ნებიერიძემ უთხრა რომ ის სახლში იმყოფებოდა.

„ექსპერტიზის დაკვნები მრავლად არის ჩატარებული, მაგრამ საქმეში რაიმე არსებითი არ არის ისეთი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იაგო ნებიერიძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასეთი პირდაპირი მტკიცებულება ჯერჯერობით არაფერი გვინახავს და რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებშიც ღებულობენ მონაწილეობას გამომძიებლები იმას ადასტურებენ. ამბობენ, რომ გამოიტანეს დადგენილება, დანიშნეს ექსპერტიზები, ნიმუში აიღეს - რაც გააკეთეს იმაზეა საუბარი.

ნებიერიძე ჯერ არაფერს ამბობს, ამბობს რომ ჩვენებას მისცემს. ხოლო ჩემთან რაც არ უნდა თქვას, მაგაზე კომენტარს ვერ გავკეთებ. მაგას ისიც ეყოფა, რომ საინფორმაციო ომი აქვს გამოცხადებული და ლამის უკვე ვერდიქტი აქვს გამოტანილი საინფორმაციო წყაროებიდან. რა თქმა უნდა, ირღვევა მისი უფლებები. მე არ ვიცი, არ მინახავს ჯერ ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა მის ბრალეულობას", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.

კითხვაზე დროის იმ მონაკვეთში როდესაც დანაშაული მოხდა სად იმყოფებოდა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, ადვოკატი ამბობს, რომ მას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა ის სახლში იყო და ამის მოწმე მხოლოდ მისი დედაა.

„იაგო ამბობს სახლში ვიყავიო. დედამისი ადასტურებს ამას", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.

იაგო ნებიერიძეს ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×