რეზონანსი
02.05.2019

 სტრასბურგში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკულად დაღუპვას სოციალურ ქსელში მეგობრები ეხმაურებიან:

"ჯაბა! ეს ხომ საშინელებაა შენი არყოფნა! რამხელა მოუშუშებელი ტკივილი ხარ ყველასთვის. უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი", - წერს დაღუპულის ახლობელი.

"რა საშინელებაა, როგორ მეწყინა. საცოდავი დედაშენი... ერთადერთი შენ ჰყავდი და რა ეშველება... ვუსამძიმრებ ლუარა მასწავლებელს, ღმერთმა მისცეს გამძლეობა" - წერს ჯაბას მეგობარი.

32 წლის ახალგაზრდა ჯაბა უბილავა სტრასბურგში, მოტოციკლით რკინიგზის გადასასვლელზე მატარებელს გადაჭარბებული სიჩქარით შეასკდა და ბორბლებ ქვეშ მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×