შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს სპეციალურ მიმართვას უძღვნის:
"ქალბატონო თამრიკო საოცრად დამწყვიტეთ გული, საქმე იმაში როდია თქვენს სიმღერას 17 მაისს ქართველი ერი მოისმენს თუ არა. ცოტა არ იყოს ვერ გავიგე პატრიარქის მიწვევაზე უარის თქმის თქვენეული მიზეზი.
ვციტირებ:
"თუ 17 რიცხვი იქნება დაპირისპირებისთვის დაგეგმილი, მე აი, ამას გავაპროტესტებ".
მე კი გეტყვით ოჯახის სიწმინდეს და ღმერთს მხოლოდ ეშმაკი შეიძლება დაუპირისპირდეს - აქვე გკითხავთ თქვენ ამ მარადიულ ომში რომელიც უფალსა და სატანას შორის მიმდინარეობს რას გააპროტესტებთ?
სახელმწიფოა სუსტი, სიბილწის დაკანონება მისი მიზანია, ეს არაეროვნული ხელისუფლების პოლიტიკაა, თქვენ კი მისი მსხვერპლი ხართ როგორც მოქალაქე, რომელმაც ფსიქოლოგიურ საინფორმაციო და იდეოლოგიურ ომს ვერ გაუმკლავდით.
ეს სახელმწიფოს უბედურების ფორმულაა, თორემ პიროვნულად არაფერი გამართლებთ.
მე თქვენი სიმღერების მსმენელი არ ვარ. ამ ფაქტის შემდეგ კი შეგნებულად არ მოუსმენ. თქვენ პიროვნულად მიყვარდით ამიტომაც მოგმართეთ ასე საჯაროდ და არა მათ, ვინც თავს მომღერალს და კომპოზიტორს ეძახის.
"რაჭველად" ფსევდონიმირებული მემანიშვილი ვერასოდეს გაცდება სააკაშვილის პარტიული მუზიკანტის იმიჯს, ქათამაძე კი ვერასოდეს ვერ გაფრინდება ცაში არწივად და მას არასოდეს დაურეკავს პატრიარქი 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე რომ იმღეროს.
მომიტევეთ მაგრამ თქვენ სისუსტე გამოიჩინეთ და ავტომატურად ჩაეწერეთ იმ რუხი და ბნელი მასის პრობაგანდისტთა ქულად ვინც ერთი სქესით ცდილობს უფლის გმობას და ფსევდოსიყვარულის ნაყოფის შექმნას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე