რეზონანსი
03.05.2019

 თამარაშვილის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით კლდე ჩამოიშალა და გზის სავალ ნაწილზე ლოდები ჩამოიყარა. სპეციალური სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს მტელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ, დღეს დილით კი ჩამოშლილი კლდის პერიმეტრის გაწმენდით სამუშაოებში მთასვლელებიც ჩაერთვნენ.

"ჩამოიშალა კლდის მასივი, დამცავმა ბადეებმა ლოდების უდიდესი ნაწილი დაიჭირა, რაც გზაზე გადმოიყარა გაწმენდილ იქნა. ვაწარმოებთ დანარჩენი დაძრული ქვების გასუფთავებას, როგორც კი დავრწმუნდებით რომ უსაფრთხოდ იქნება კლდე მივცემთ რეკომენდაციას გზის აღდგენაზე", - განაცხადა შპს "მანგის" დირექტორი უჩა ღვინჯილიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×