ია აბულაშვილი
03.05.2019

 "ოპოზიციამ თავადაც კარგად იცის, რომ ზუგდიდელები ხმას არ მისცემენ არაზუგდიდელს და ამას არ უშველის არც სააკაშვილის პოპულარობა ზუგდიდში და არც სანდრას სიმღერა მეგრულ ენაზე" - ასე ეხ-მაურება პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე "გაერთინეული ოპოზიციის" ოპტიმიზმს, რომელიც ზუგდიდში მათ უპირობო გამარჯვებას უკავშირდება.

"რეზონანსი": ვრცელდება ხმები, რომ დაპირისპირება ოპოზიციაში, რომელიც ჯერ კიდევ საპრეზი-დენტო არჩევნების შედეგ დაიწყო, გრძელდება და ძირითადად, სააკაშვილის ფაქტორს, პარტიულ ფინანსებს და გავლენების გადანაწილებას უკავშირდება...

პეტრე მამრაძე: რეიტინგი, რომელიც ოპოზიციას აქვს, 13-14%, ეს არის მთლიანად სააკაშვილის რეიტინგი. ეს ელექტორატი არის მოტივირებული და მობილიზებული, რომელიც არჩევნებზე მიდის ნებისმიერი ამინდის პირობებეში. მაგრამ მეეჭვება, რომ შუალედურ არჩევნებში წარმატება მოიპოვონ. როგორც წესი, საქართველოში არჩევნებმადე ბოლო ორ კვირაში სურათი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

რაც შეეხება ოპოზიციაში უთანხმოებას, ნამდვილად არსებობს და ამის შესახებ საზოგადოებაში კარგად არის ცნობილი, ასეთი რამ ჩვენში არ იმალება. ოპოზიციაში ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილის მოქმედე-ბა არ არის მომგებიანი, ხოლო მისი გადაწყვეტილებები სწორი. იგივე სანდრა რულოვსის წარდგენა ზუგდიდში, პირადად სააკაშვილის აზრია და ამას ბევრი არ იზიარებდა. მათ კარგად იციან, რომ ზუგ-დიდი არ მისცემს ხმას არაზუგდიდელს და ამას არ უშველის, არც სააკაშვილის პოპულარობა ზუგდიდში და არც სანდრას სიმღერა მეგრულ ენაზე. სხვათაშორის გრიგოლ ვაშაძეც სააკაშვილის გადაწყვეტილე-ბა იყო და არა "გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალი პარტიების კონსენსუსის შედეგი.

სააკაშვილს თავისიანები იმიასაც აბრალებდნენ, რომ მის გამო არ იზრდება მათი ელექტორატი და მართლებიც არიან, მაგრამ სააკაშვილმა ამ ბრალდებას ასე უპასუხა, რომ მის გარეშე იმ პროცენტებ-საც ვერ მიიღებენ, რასაც ღებულობენ. ანუ ჯერ-ჯერობით იგი კვლავ ლიდერად რჩება. რამდენადაც ვი-ცი, ფინანსები ისევ სააკაშვილის ხელშია. ფინანსები რჩება ძირითად სტიმულად "გაერთიანებული ოპოზიციისთვის". ფინანსები და კეთილდღეობა დომინირებს და მხოლოდ ამის ძიებაში არიან. ეს ფაქტორე-ბი განაპირობებს იმას, რომ "გაერთიანებულ ოპოზიციას" არანაირი პერსპექტივა არ აქვს, გარდა ბარიერის გადალახვისა.

"რ": "ევროპულ საქართველოს" რა შანსები აქვს შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდაზე მათი კანდიდ-ტი შალვა შავგულიძეა და იმედი აქვთ, რომ მოიგებენ?

პ.მ: "ევროპულ საქართველოს" შემთხვევით არ ეძახიან "ევროქოცებს", საკმარისია გავიხსენოთ, რომ საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვთ ქართული ბიზნესისგან და არცერთი ბიზნესმენი ამას არ გა-რისკავს, რომ არ იყოს დარწმუნებული, რომ უსიამოვნება არ შეხვდება ხელისუფლებისგან. "ევროქოცე-ბი" აშკარად სარგებლობენ მმართველი დაჯგუფების გარკვეული დონის მფარველობით, რაც მათ რეიტინ-გზე დადებითად არ აისახება. მათი რეიტინგი ნულთან ახლოს არის. ისე მთელი პასუხისმგებლობით ვამ-ბობ, რომ ოპოზიციაში იდეებისთვის, იდეალებისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლი არავი-ნაა. დარჩნენ ოპორტუნისტები და კარიერისტები.

"რ": იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, მაშინ რა შანსები აქვს ოპო-ზიციას?

პ.მ: რიგგარეშე არჩევნებს განაპირობებს კონსტიტუცია და შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ შესაბამისი კრიზისების პირობებში. თუ მმართველი დაჯგუფება იფიქრებს, რომ საქმე ცუდადაა, მის ხელშია ადა-მინისტრაციული და ფინანსური რესურსები. საქართველოში და საქართველოსნაირ ქვეყნებში კი ყველა ფიქრობს იმაზე, რომ დარჩენილ დროში შეძლებს ვითარების გამოსწორებას და არავითარ შემთხვევა-ში არ წავა რიგგარეშე არჩევნების ხელოვნურ პროვოკაციაზე. ამიტომ ყველას ვურჩევ არც იფიქ-რონ ვადამდელ არჩევნებზე, ხელისუფლება ამას არ გააკეთებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×