ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მაისის თვის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.
როგორც გიგაური წერს, მაისში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს – 5 მაისის ახალმთვარეობა და 19 მაისის სავსემთვარეობა:
"მაისის დასაწყისი ემოციური, არასტაბილური და რთულად პროგნოზირებადი იქნება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება პირად ცხოვრებაში. ამ პერიოდში მცირე გადაცდომამ მოსალოდნელია წყენამდე და დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ, რადგან ემოციური ფონი საკმაოდ დისჰარმონიულია.
რაც შეეხება საქმიან ცხოვრებას, აქ მდგომარეობა შედარებით უკეთესი იქნება, რადგან ამბიციური მოქმედებები და შრომისმოყვარეობა წინსვლის საშუალებას მოგცემთ.
5 მაისი: ახალმთვარეობა
სასურველია თვითკონტროლის და თავშეკავებულების გამოჩენა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და საბუთებზე ხელისმოწერა (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა). თუმცა უნდა ითქვას, რომ კონსტრუქციული და მოქნილი ადამიანები, უკვე 6-7 მაისიდან შეძლებენ მათთვის მათთვის სასიკეთო პოზიციის დაკავებას.
19 მაისი: სავსემთვარეობა
ეს დღე შედარებით მშვიდი იქნება, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. თუმცა აჩქარებულობა მაინც არ იქნება სასურველი. კარგია დღეა რეკლამირებისთვის და პრეზენტაციების მოსაწყობად.
რაც შეეხება მაისის ბოლო კვირა, ის შედარებით მშვიდი და სტაბილური უნდა აღმოჩნდეს. შესაძლებელი გახდება დაკარგული პოზიციების აღდგენა და ახალი პერსპექტივების განვითარება.
მაისში შენაძენებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არა სასურველია: 1-5, 19-21, 23.
დანარჩენი დღეები შედარებით სასიკეთოა.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის ზოგადად სასიკეთო დღეები:
ვერძი: 1, 6, 11, 15, 19, 24, 29
კურო: 5, 9, 14, 18, 22, 28
ტყუპები: 1, 6, 12, 16, 20, 25, 29
კირჩხიბი: 5, 9, 13, 17, 21, 26, 31
ლომი: 2, 7, 12, 16, 20, 25, 30
ქალწული: 4, 8, 13, 17, 21, 26, 31
სასწორი: 3, 7, 12, 16, 20, 25, 30
მორიელი: 4, 8, 14, 18, 22, 27
მშვილდოსანი: 3, 7, 11, 16, 20, 25, 30
თხის რქა: 4, 10, 14, 17, 23, 27
მერწყული: 2, 6, 11, 15, 19, 24, 29
თევზები: 5, 10, 14, 18, 23, 28.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე