რეზონანსი
04.05.2019

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ექიმების ცნობით, პაციენტს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა შეყვანისთანავე მძიმე იყო. მას თავის არეში მრავალი მოტეხილობები აღენიშნება.

სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 76 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.

სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×