რეზონანსი
04.05.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ავტომობილის მართვის უფლებაზე გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ქალაქში ჩაბარება, აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.

სამინისტროს ინიციატივა ჯერ მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ, შემდეგ კი საკანმომდებლო პროექტის სახით პარლამენტში წარადგენენ.

მართვის მოწმობის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ქვეყნის 13 რეგიონში შეუძლიათ, მათ შორის არის: რუსთავი, თელავი, ახალქალაქი, გორი, ახალციხე, საჩხერე, ამბროლაური, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი და მესტია.

პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კანდიდატს შვიდ დღეში ერთხელ შეუძლია გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა.

მსგავსი შეზღუდვა არ არის დაწესებული პრაქტიკულ გამოცდაზე ფასიანი გასვლის შემთხვევებში, გარდა მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებისა. იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×