„ქართულ ოცნებაში“ რღვევის ახალი ტალღა დაიწყო. კულუარული ინფორმაციით, ლევან კობერიძის შემდეგ, მმართველ პარტიის დატოვებას კიდევ რამდენიმე დეპუტატი გეგმავს. ბიძინა გეგიძე, რომან კაკულია და ალექსანდრე ერქვანია შესაძლოა პირველები აღმოჩნდნენ მათ შორის, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. ბიძინა გეგიძე „რეზონანსთან“ საუბარში ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არ ადასტურებს. მისი თქმით, ის მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით მოვლენების საბოლოო განვითარებას დაელოდება და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.
გეგიძე აბობს, რომ მან პარტია შესაძლოა უახლოეს მომავალში დატოვოს, ან საერთოდ არც დატოვოს. გააჩნია მოსამართლეების სიას და შემდგომ მოხდება თუ არა მათთვის მხადაჭერის გამოცხადება. დეპუტატი ამბობს, რომ პარტიაში მის მსგავსად მოვლენების განვითარებას „ძალიან ბევრი დეპუტატი“ ელოდება და არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება პარტიის დატოვებაზე სხვებამც მიიღონ.
ასევე აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ ის კადრები, ვინც მმართველ პარტიაში გიორგი კვირიკაშვილის რეკომენდაციის მიხედვით მოხვდა. სავარაუდოდ, წასასვლელად ასევე რომან კაკულიაც არის მომზადებული. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელი ბოლო დროს მისივე პარტიას ხშირად აკრიტიკებს. დეპუტატი მედიასთან საუბარში არ მალავს, რომ წასვლა უნდა. ის ასევე ღიად ამბობს, რომ არ სურს პარტიის დატოვება პოლიტიკურ დემარშს დაემსგავსოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ომში ჩაერთოს.
ირაკლი კობახიძის კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მხარი არ დაუჭირა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ. მას საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია, თუმცა მედიასთან არც ის განუმარტავს, რა გახდა მისი გადაწვეტილების მიზეზი. ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ ერქვანიაც მასავით მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდება.
რამდენიმე დღეა ერქვანია ე.წ. წამსვლელებთან და ახლად წასულებთან ერთად ხშირად სასესიო დარბაზში თათბირობს, თუმცა საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
პარტიიდან წევრების წასვლაში „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძის კომენტარიდან ჩანს, რომ ის გუნდიდან სხვების წასვლასაც ელოდება.
მმართველი გუნდის წევრი ბიძინა გეგიძე „რეზონანსთან“უახლოეს მომავალში „ქართული ოცნების“ შესაძლოა დატოვებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, მან 4 თვის წინაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლეების თემა და მის ირგვლივ განვითარებული პროცესები იქნება გადამწყვეტი იმისათვის, დატოვებს თუ დარჩება მმართველ გუნდში.
გეგიძე აცხადებს, რომ მისთვის მთავარია რა დაიდება საბოლოო შედეგად. დეპუატატი ამბობს, რომ მისი პარტიიდან წამოსვლა შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ან საერთოდაც არ მოხდეს. მისთვის კატეგორილულად მიუღებელია მოსამართლეების ის სია, რომელიც იუსტიციის საბჭომ წარადგინა. ამიტომაც ახლა დაელოდება მოვლენების განვითარებას და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებს.
„მოსამართლეების შერჩვის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მე ჩემი ხედვა მქონდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესაც შევთავაზე, მაგრამ, როგორც ხედავთ, გათვალისწინება არ მოხდა.
„ახლა ამ პროცესის პირველი შედეგი კანონპროექტის გადატანა დ მისთვის მხარის დაჭერა იყო. ნახა საზოგადოებამ, რომ მე მას მხარი არ დავუჭირე. არა იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ჩემთვის მიუღებელია, არა, პირიქით, არსებული კანონპოექტის პირობებშიც შეიძლებოდა, რომ მაღალი სტანდარტის მოსამართლეების სია დაწერილიყო. კრიტერიუმების წერა აუცილებელი სულაც არ იყო.
„მთავარი პრცესი კი ახლა იწყება, მოსამართლეების შერჩევა, შემდეგ დადგენა, პარლამენტში განხილვები და საბოლოო ჯამში კენჭისყრა. ამ პროცესის მიხედვით, მივიღებ გადაწყვეტილებას. ახლა არსებული სიტუაცია ჩემში დადებით განწყობას არ იწვევს. მე არაფრის გადაწყვეტა არ მიჭირს, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ჩემი გეეგმებიდან გამომდინარე მივიღებ და ამას თქვნ მედიაც გაიგებთ“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, მის მსგავსად ძალიან ბევრი დეპუტატი „ქართულ ოცნებაში“ მოსამართლეების თემის ირგვლივ სიტუაციის განვითარებას ელოდება. გეგიძე ამბობს, რომ ბევრია ისეთი დეპუტატია, რომელიც თავის მოსაზრებას ხმამაღლა ჯრჯერობით არ აფიქსირებს. თუმცა ვინ არიან ეს ადამიანები, გეგიძე არ აკონკრეტებს.
„რეზონანსის“ კითხვაზე, რომ პარტია შესაძლოა ასევე, რომან კაკაულიამ და ალექსანდრე ერქვანიამაც დატოვონ, დეპუტატი გვპასუხობს, რომ რაც შეეხება ერქვანიას, ისიც მის აზრზეა და მოვლენების განვითარებას ელოდება. მანაც მოსამართელების შერჩევის კრიტერიუმების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ისიც მოვლენების განვითარებას ელოდება.
რაც შეეხება რომან კაკულიას, გეგიძე აცხადებს, რომ მისი მოსაზრების შესახებ მხოლოდ მედიით გავრცელებული კომენტარებიდან იცის და ფაქტია, რომ დეპუტატი კრიტიკულ განცხადებებს არ ერიდება.
„მხოლოდ 87 ხმის მიღება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამ კანონპროექტზე პარტიაში ერთი აზრი არსებობს. ჩემთვის, მაგალითად, ეს მოქმედებები, რაც განხორციელდა და მიმდინარეობს, პოზიტიური ვერ გახდა. სადაც არ არის პოზიტიური პროცესი, იქ პოზიტიური შედეგი არ დგება. ბევრია ასეთი დეპუტატი, რომელიც ჩემსავით ფიქრობს. ზუსტად ვერ გეტყვით ერქვანია და კაკულია რას აპირებენ, თუმცა ბატონმა ალექსანდრემ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
„ჩვენთვის ყველასთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარია, რომ უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ნდობით აღჭურვილი მოსამართლეები და ვინ წავა პარტიიდან ან დარჩება, უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. ასე რომ, ამ განწყობით მხოლოდ მე არ ვარ და სხვა დეპუტატებსაც კარგად ესმით, რომ სასამართლო ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია“, - აცხადებს გეგიძე „რეზონანსთან“.
„რეზონანსი“ ასევე შეეცადა ალექსანდრე ერქვანიასთან და რომან კაკულიასთან დაკავშირებას, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
„რამდენი დეპუტატიც არ უნდა წავიდეს პარტიიდან, „ოცნება“ დაშლის საფრთხის წინაშე არ დგას“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს.
ძაბირაძის განცხადებით, ზოგადად, როდესაც პარტიიდან მისი წევრების წასვლაზეა სუბარი, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების და ამომრჩევლის განწყობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ როგორი ფიგურაც არ უნდა იყოს პარტიიდან წასული პოლიტიკოსი, მას თავისი გარკვეული რეიტინგი აქვს და შესაბამისი ამომრჩეველიც ჰყავს. ამიტომაც მისი წასვლის პარალელურად პარტია ამომრჩევლის რაღაც ნაწილსაც კარგავს, თუმცა ეს კატასტროფული რაოდენობა არ იქნება.
„მმართველ გუნდში პროცესები დაწყებულია და ეს რა თქმა უნდა კიდევ გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ პარტია კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. თუმცა „ოცნებას“ მაინც აქვს იმდენი რესურსი, რომ უმრავლესობაში დარჩეს და ასევე პარტიაც არ დაიშალოს.
„რაც შეეხება იმას, რომ პარტიას ძირითადად კვირიკაშვილის კადრები ტოვებენ, ესეც ლოგიკურად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ ლიდერის გარეშე დარჩენილებს „ოცნებაში“ პოლიტიკური მომავალი აღარ აქვთ. ამიტომაც იპოვეს საკმაოდ კარგი თემა, რისი საბაბითაც მმართველ გუნდს ეყოფიან.
„რაც შეეხება კვირიკაშვილის შესაძლო მომავალ პოლიტიკურ აქტივობას და მისი გუნდის ცალკე ფრაქციის შექმნას, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. რამდენად ექნება მას ან არ ექნება რეიტინგი და როგორი შეიძლება მისი პოლიტიკური მომავალი იყოს, ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა თუ მან გუნდის შეკრება მონდომა, მგონია, რომ ამას აუცილებლად შეძლებს. სხვაგვარად ამ ადამიანების „ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ, პოლიტიკურ მომავალს 2020 წლისთვის საერთოდ ვერ ვხდევად“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, „ოცნების“ დაშლა მთლად მოსამართლეების თემას არ უნდა დავუკავშიროთ, რადგანაც პარტიაში მანამდეც გარკვეული შიდა დაპირისპირებები უკვე იყო. ძაბირაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ივანიშვილმა ის სკანდალური მოსამართლეების სია საერთოდაც არც წამოაყენოს, ან ჩააგდოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პოლიტიკური პიარის თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ რეამინაცია იქნება და ამ თემაზე საუბარი საერთოდ დასრულდება.
ამასთანავე, ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ თავად მმართველმა გუნდმაც ეს თემა იმისთვის გამოიყენა, რომ პარტიიდან მათთვის უკვე არასასურველი ადამიანები ამ ფორმით მოეშორებინა.