რეზონანსი
05.05.2019

 (რეზონანსი) მცხეთაში, სოფელ მამკოდასთან 25 მაშველი მდინარე გლდანულას მეორე ნაპირზე დარჩენილი ადამიანების გადმოყვანას ცდილობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელთან მდინარე ადიდდა და 70 ადამიანი მეორე ნაპირზე დარჩა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მეორე ნაპირზე დარჩენილები, რომლებიც მამკოდის ტყეში საქეიფოდ იმყოფებიან, მაშველებს არ ემორჩილებიან და გადმოსვლაზე უარს აცხადებენ. ამის გამო ოპერაცია ამ დრომდე ვერ სრულდება.

(ონ.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×