ელზა პაპოშვილი
05.05.2019

 თელავში ათი წლის ბავშვს, სავარაუდოდ, ბებიამ სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე დაზიანებები მასწავლებელმა შენიშნა, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობა ჩაუტარდა. 

როგორც „რეზონანს“ სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა  განუცხადა, მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა და მასთან კომუნიკაცია სწორედ ამ მიმართულების პედაგოგს აქვს, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო.  დირექტორი ყვება, რომ ის სკოლაში ნაცემი ხუთაშბათს მივიდა. სახეზე სილურჯეები  აღენიშნებოდა  და ცხვირი ცემის გამო გასიებული ჰქონდა. 

მასწავლებელმა მის გამოკითხვა დაიწყო - საიდან ჰქონდა მას ეს დაზიანებები, ბავშვმა თავადპირველად განაცხადა, რომ ბიძაშვილმა სცემა. სკოლამ ფაქტის გადამოწმება სცადა და აღმოჩნდა, რომ ბავშვის ბიძაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი ბავშვმა თქვა, რომ დაზინაბებეი ქუჩაში მიიღო. დირექტორმა პოლიციის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღო და მათთან საუბარში ბავშვმა აღიარა, რომ ის ბებიამ სცემა, რადგანაც კომპიუტერთან იჯდა და მისი მოთხოვნის მიუხედავად არ დგებოდა. 

არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიასთან ამ მიზეზით ცხოვრობდა. საქმეში კახეთის სოციალური სამსახურია ჩართული და ბავშვი ამ დროისთვის მამიდასთან არის გადაყვანილი. ბებიას კი შემაკავებელი ორდერი გამოეწერა, მას 10 წლის ბიჭთან  და მის ძმასთან მიახლოვება აეკრძალა. 

„ხუთშაბათს მოვიდა სკოლაში ნაცემი. სახეზე სილურჯეები ეტყობოდა და ცხვირი გასებული ჰქონდა. მასწავლებელი მაშინვე დაეჭვდა და მისი გამოკითხვა დაიწყო. თავდაპირველად განაცხადა, რომ ბიძაშვილმა სცემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გვატყუებდა. მისი ბიძაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფება. 

„შემდეგ თქვა, რომ ქუჩაში წაიქცა, თუმცა მისი ურთიერთ გამომრიცხავი საუბის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ. მათთან კი სიმართლე აღიარა და თქვა, რომ ბებიამ სცემა, რადგანაც კომპიუტერთან იჯდა და არ დგებოდა. 

„ნათესავმა წაიყვანა ბიჭი და მის ძმა თავისთან, ერთ-ერთ სოფელში. ახლა თავს კარგად გრძნობენ. დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ეს ბავშვები ბებია-პაპასთან იზრდებოდნენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვია. ის კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა. 

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცახდებენ, რომ ბავშვს სახის და კისრის არეში დაბეჟილობები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ის სახლში გაწერეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×