რეზონანსი
05.05.2019

 (რეზონანსი) იყო დრო, როცა მე ვმათხოვრობდი, მე ამის აღიარება არ მერიდება - ამის შესახებ ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში" განაცხადა. ამ აღიარებისას ჯაჯანიძემ ცრემლები ვერ შეიკავა.

„ვიდექი ჯიხურებთან და გამვლელებს ვეუბნებოდი - 2 -კაპიკიანი ან 10 -კაპიკიანი ხომ არ გაქვთ? და ვაგროვებდი ფულს. მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, იყო დრო, როცა მე ვმათხოვრობდი. მე არ მერიდება ამის თქმა. ადრე მრცხვენოდა და მეგონა, ვერ გამიგებდნენ. ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, უკვე გავიზარდე", - განაცხადა გია ჯაჯანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×