ნათია ფეხშველაშვილი
05.05.2019

 „არ არის გამორიცხული რაიმე ფსიქიური პრობლემა იყოს“, - ასე აფასებს სოფელ ყარდაულაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცის ფსიქიკურ მდგომარეობას ფსიქიატრი გიორგი სიხარულიძე.

„არ არის გამორიცხული რაიმე ფსიქიური პრობლემა იყოს, ამას სჭირდება ექსპერტიზა. ეს არის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომ ზუსტად შეისწავლოს რეალურად უკავშირდება თუ არა ეს დანაშაული ფსიქიკის რაიმე ცვლილებას, ან თუ უკავშირდება რა ტიპის ცვლილებას. უნდა განისაზღვროს შერაცხადობის საკითხი“, - აცხადებს ფსიქიატრი.

მისი თქმით ფსიქიკური აშლილობა შესაძლოა ასაკობრივიც იყოს.

„ნებისმიერ ასაკში შეიძლება ადამიანს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდეს და 85 წლის ასაკში შესაძლოა ჰქონდეს ასაკობრივი ცვლილებები. ყველა ადამიანს შეიძლება  დაემართოს აშლილობა, მითუმეტეს ამ შემთხვევაში, როცა ადამიანი, რბილად რომ ვთქვა, არასწორ მოქმედებას სჩადის“, - განაცხადა  გიორგი სიხარულიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×