ია აბულაშვილი
05.05.2019

 „საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა - წინასაარჩევნო კამპანიისას, რომელიც ერთი თვეა გრძელდება, კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ არც ერთი  შეურაცმყოფელი სიტყვა არ წამოსცდენიათ. მადლობა ამისთვის ამ ახალგაზრდებს“, -  ასე აფასებს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე.

„ყველა კანდიადტი, რომლიც კენჭს იყრის მთაწმინდის რაიონში, ძლიერი და ღირსეული კანდიდატია - შალვა შავგულიძე, სოფო ხორგუანი, კობა დავითაშვილი, გრიგოლ გოგელია და სხვები, შესანიშნავი ახალგაზრდები და მე მათ ყველას პატივს ვცემ, ეს ლიტონი სიტყვები არ არის.

„რაც შეეხება ჩემს საარჩევნო კამპანიას, წარდგენის წინ შევხვდი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მე მას პირადად არ ვიცნობდი, ამ შეხვედრაზე გავიცანი, ძალიან თბილი და იმედიანი შეხვედრა იყო. ამის შემდეგ ყოველდღე კარდაკარ, ეზო-ეზო დავდივარ და ვხვდები მოსახლოებას. 

„მე ჩემს ქალაქში, ჩემს თანამოქალაქეებთან შუამავლი არ მჭირდება. ძალიან გულახდიდი  საუბრები გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ განწყობა იმისა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არ მომისმენია. 

„ძირითადად ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე და  მისი გადაჭრის გზებზე, რომელიც თბილისის, კერძოდ მთაწმინდის რაიონის ტკივილია - ავარიული შენობები, ჯანდაცვა, ყოფითი პრობლემები და ა.შ. ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი ამომრჩეველთან ურთიერთობაში არის  სწორი კომუნიკაციის დამყარება და ალბათ ეს პოლიტიკოსებმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×