რეზონანსი
05.05.2019

 ლოს ანჯელესური ინტერნეტგამოცემა LAIST ხაჭაპურის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც სათაურად ჰქვია: "ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა ლოს ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია".

სტატიაში ხაჭაპურის წარმოშობის შესახებ მოკლედ არის გადმოცემული და წერია, რომ კერძი, რომელიც ქართულ ეროვნულ პროდუქტს წარმოადგენს, სავარაუდოდ, ინდოელმა ვაჭრებმა ჩამოიტანეს კავკასიის რეგიონში.

როგორც აღმოჩნდა, ლოს ანჯელესში ხაჭაპურს უმეტესობა სომხურ კერძად ასაღებს, თუმცა ნიუ იორკში არაერთი ქართული რესტორანია, რომელიც მომხმარებელს ზემოთხსენებული საკვების წარმოშობის სწორ ვერსიას სთავაზობს.

"ამერიკაში, ძირითადად, აჭარულ ხაჭაპურს შეხვდებით, რომელსაც მრავალგვარად მოიხსენიებენ, მაგალითად: Ajarski, ajarian, ajaruli, adjarakah, hachapuri, egg boats, egg pizza, gondola pizza და სხვა", – აღნიშნულია ტექსტში.

აგორანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×