რეზონანსი
06.05.2019

 გადაცემა ,,იმედის კვირაში”  ირმა ყოჩიაშვილმა 3 წლის წინანდელი შემზარავი ამბავი გაიხსენა. მან გამზრდელი დედა, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი მოკლა. ამ სასტიკი მკვლელობის დეტალებს ის დაწვრილებით აღწერს.

"ეს რთული გასაკეთებელი არ იყო, გვამი დავანაწევრეთ და გადავმალეთ. კანიბალიზმი არ ყოფილა. ბექამ დაიწყო მისი გაგუდვა და მე ვეხმარებოდი… მერე მოვათავსეთ ჩანთაში. სახლი დავალაგე და ბექასთან წავედი, სადაც გვამი ჰქონდა და სადაც მოხდა დანაწევრება.

იმ მომენტისათვის ეს არ იყო  რთული გასაკეთებელი ჩემთვის… ძალიან ცუდად მექცეოდნენ. ჩემ მიმართ სიძულვილი ჰქონდათ. გროვება, გროვდება და მერე უკვე რაღაც ხდება.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს და მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი. სინანულია იმის მიმართ, რომ ადამიანს მოუსწრაფე სიცოცხლე, რისი უფლებაც არ გაქვს.

გვამი მთლიანად დამწვარი იყო. იმ გვამიდან არაფერი დარჩენილა. სასაცილო იყო, რომ ამბობდნენ, რომ ეს იყო სატანისტური რიტუალი და ორგანოების სხვაგვარად გამოყენება", - თქვა გადაცემაში 22 წლის გოგომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×