"თვითონ სიტყვა გეუბნება მთაწმინდა და მითხარით, როგორმა კაცმა უნდა გაიმარჯვოს მართლაც ამ წმინდა ადგილზე - წმინდა და პატიოსანმა. ამ ისტორიული უბნისთვის, შეურაცხყოფა იქნება, თუ ამ ღირსების მატარებელი კაცი ვერ გაიმარჯვებს"- ასე ეხმიანება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს, რომელიც 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება.
"სად არის დღეს საქართველოში პარტიები, გინდა პოზიცია და გინდა ოპოზიცია, ხალხზე კი არა, მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე რომ ფიქრობენ.
"გაერთიანებული ოპოზიცია" ვართო ამბობენ, ოპოზიცია კი არა პოპოზიციაა. მაგათი ერთობის ვის სჯერა? ერთად იქამდე იქნებიან, ვიდრე თანამდებობების და ფულის გაყოფა არ დაიწყება, მერე სულაც არ გამიკვირდება, ერთმანეთი რომ დაჭამონ. ისევ, "ევროპულ საქართველოზე" და "ნაციონალებზე" თუ იტყვი ოპოზიციას, პროფესიონალი თაღლითები მაინც არიან, დანარჩენები ეგენიც არ არიან.
"პოზიცია კი "ოცნებაშია". ჭკვიანი კაცია ბიძინა, "ოცნება" რომ დაარქვა, პატარკაციშვილის "იმედის" არ იყოს, "ახდენილი ოცნება" რომ დაერქვა, პასუხს მოთხოვდნენ. ახლა მთელი ქვეყანა ამ მდგომარეობაში ვართ, იოცნებე და იმედი გქონდესო.
"შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან, მითხარით, მთაწმინდაზე, თვითონ სიტყვა, რომ გეუბნება მთაწმინდა, როგორმა კაცმა უნდა გაიმარჯვოს, წმინდა და პატიოსანმა არა? შეურაცხყოფა ხომ იქნება ამ ისტორიული უბნის, თუ ასეთი ღირსების მატარებლი კაცი ვერ გაიმარჯვებს" - ამბობს "რეზონანსთან" გივი სიხარულიძე.