რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) "მტკივნეულად რომ განვიცდი მე ჩემს წონას, ამიტომ ვამბობ რომ თავიდანვე, პატარაობიდანვე უნდა იყოს ორიენტაცია იმაზე, რომ ბავშვებს ვასწავლოთ სწორი კვება, ვარჯიში", - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე აკეთებს.

"40 წლის ასაკში რომ აღმოაჩენ, რომ წონა და ცუდი ჩვევები გაქვს, მერე უკვე თითოეული ჩვევის დაძლევას უნდა დიდი ფსიქოლოგიური ჭიდილი. არასწორი კვება ცუდი ჩვევაა, მჯდომარე ცხოვრება. ამერიკელები ჩვენთან, რომ ჩამოდიან მაშინვე გვეკითხებიან - "სასტუმროში არის სავარჯიშო დარბაზი?", "არის შესაძლებლობა ვირბინოთ, ვიაროთ?" ასეთი ხომ თითზე დასათვლელია საქართველოში ადამიანი?! - ფეხით სიარული ხომ შეიძლება? გქონდეს ჩვევა, რომ ყოველ საღამოს ფეხით გაიარო. დიეტაზე მეტ-ნაკლებად ვარ ხოლმე, დავიკლებ 2-3 კილოს, მერე დავანებებ თავს და ისევ მოვიმატებ. " - განაცხადა გუგული მაღრაძემ "იმედი დილის" რუბრიკაში "პირადი ნივთები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×