(რეზონანსი) ქუთაისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ ინფორმირებული წყარო დუმილს არღვევს და დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, 40 წლამდე ქალი რიტუალური მსხვერპლშეწირვის გამო მოკლეს.
„საზარელი სანახაობა იყო, ქალის დაქუცმაცებული სხეული ქუთაისში ერთ-ერთ ჩიხში იპოვნეს. ადგილობრივებს მანამდე, ზუსტად იმ ადგილას, დაქუცმაცებული კატა ნახეს. ამიტომაც, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს სექტანტების ნამოქმედარია. რა თქმა უნდა, ქუთაისში ამ ამბის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. მოსახლეობას ძალიან ეშინია და ამიტომაც, ხმას ვერავინ იღებს. ჩვენთან ეს სატანისტური რიტუალები აქამდე არ სრულდებოდა. ვინ არიან ამ სექტაში ჩვენთვის უცნობია, მაგრამ რადგანაც არსებობს მსხვერპლი ე.ი. არსებობენ ცივსისხლიანი შეშლილები და ვიზაფრებით ამის გაცნობიერებით" - განმარტავს წყარო "პრამტაიმთან"
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საზარელი მკვლელობა დაახლოებით ექვსი თვის წინაა მომხდარი, თუმცა სამართალდამცველებისთვის ეს ცნობილი ერთი თვის წინ გახდა.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის, ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ არის და შესაბამისად, შსს რიტუალურ მსხვერპლშეწირვას არ ადასტურებს.
„წინასწარ არაფრის დადასტურება არ შემიძლია, თუმცა თავიდანვე ითქვა მსგავსი რამ (რიტუალური მკვლელობა), მაგრამ არ დადასტურებულა. გვამი იმდენად დასახიჩრებულია, რომ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს" - განუცხადა „პრაიმტაიმს" შშს-ს წარმომადგენელმა.