(რეზონანსი) ქეთევან კობახიძე 34 წლის არის და პროფესიით ჟურნალისტია. მან თსუ-ს ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა რამდენიმე წლის წინ, საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ხატვა დაიწყო.
ქეთევან კობახიძის გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება და საკმაოდ წარმატებული მხატვარია. ანონიმურმი წყაროს ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარის და შეყვარებულია და დაოჯახებას მალე გეგმავს.
წყაროს ცნობით, ქეთევან კობახიძის რჩეული პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი დავით ფაცაცია. დავით ფაცაცია საზოგადოებამ პირველად რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მარჯანიშვილზე პრესტიჟული რესტორნიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად შოკოლადი ესროლა.
დავით ფაცაცია სააკაშვილის რეჟიმს წლების განმავლობაში ებრძოდა და პირველი იყო, რომელმაც საქართველო რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ამხილა.
რაც შეეხება მისი და ქეთევან კობახიძის სიყვარულის ისტორიას, ის რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც ამბობენ გრძნობები სერიოზულია.
დავით ფაცაციამ მომავალ მეუღლეს 15 აპრილს - ქართული სიყვარულის დღეს სიურპრიზი მოუწყო და სადარბაზოში გულების ფორმებით გაფორმებული ფეიერვერკი მოუწყო.
წყაროს ცნობით წყვილი ერთ თვეში ოფიციალურად შექმნის ოჯახს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე