რეზონანსი
07.05.2019

 თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ისევ პარალიზებულია. ადიდებული მდინარე ალაზანი მაგისტრალზე გადმოვიდა, რის გამოც გზებზე შეზღუდვებია.  უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. კახეთის დატბორილ მუნიციპალიტეტებში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ  მეხანძრე-მაშველებიც.

მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს.

5 მაისის ღამეს გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×