რეზონანსი
07.05.2019

 (რეზონანსი) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, დაკავებული იქნა 2 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს აძლევდა უფასო პარკირებისა და გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×