რეზონანსი
07.05.2019

 (რეზონანსი) ტრაპზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას 130 ცალი ყალბი 500-ევროიანი აღმოუჩინეს. თურქული მედიის ინფორმაციით, კაცი საიუველირო მაღაზიაში დააკავეს. ამის შესახებ 1tv.ge-ი წერს.

მაღაზიის მეპატრონე ყვება, რომ კაცს ოქროს სამკაულის ყიდვა უნდოდა და გამყიდველს 500-ევროიანი მიაწოდა. მაღაზიის მეპატრონემ ფული გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ყალბი იყო.

გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე გაქცევას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 130 ცალი ყალბი 500-ევროიანი ბანკნოტი, რომელთაც რუსული წარწერა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×