ია აბულაშვილი
07.05.2019

 „რუსთავი 2“-თან ხელისუფლებას ეს სპეცოპერაცია არ გამოუვა და ჩაუვარდება, როგორც ყველა სხვა სპეცოპერაცია. „რუსთავი 2“ იქნება მისი ბოლო ფიასკო, ისე, როგორც შევარდნაძის ხელისუფლების დროს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„მედიაზე შეტევა ქვეყანას ღირსებას ნამდვილად არ მატებს. როცა დემოკრატიაზე გაქვს პერტენზია. თუ უნდათ, რომ ისეთი ქვეყანა იყოს, სადაც ოპოზიციური ტელევიზიები საერთოდ არ არსებობს, ხალხს საშუალება არ ეძლევა თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი, მაშინ ეს პროტესტი სოციალურ ქსელებში გადადის და როგორც მთავრდება, ყველამ კარგად იცის, „არაბული გაზაფხულიც“ საკმარისია მაგალითის მოსაყვანად.

„როცა შენ არ გინდა ხალხის ხმა გაიგო, არადა ხალხი უკვე ეუბნებათ - წადიო, შენ კი ხალხის ხმას  ეწინაღმდეგები, რა თქმა უნდა ამას მოჰყვება ხმაურიანი აქციები, ძალიან ხმაურიანი აქციები და მეც მათ რიგებში ვიქნები სიტყვის თავისუფლების დასაცავად.  

„ვის თავში მოიხარშა ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილის ინტერესი მხოლოდ „ქართული ოცნება“ რომაა, ეს ყველამ იცის. ჯობია ივანიშვილმა რევიზია თავის ჭკვიან მრჩევლებში ჩაატაროს. მათი დამსახურებაა, რომ ივანიშვილის მიმართ ისეთი ნეგატიური განწყობა ქვეყანაში, როგორც  დღეს არის, არასდროს ყოფილა.

„ასეთი თითიდან გამოწოვილი სარჩელებით ბრძოლაც გვინახავს, ბოლოს მოლაპარკებაზე წამოიყვანას რომ ცდილობენ, მაგრამ ხელისუფლებას „რუსთავი 2“ -თან მოლაპარკება არ გამოუვა. ეს სპეცოპერაცია ჩაუვარდება, როგორც ჩაუვარდა ყველა სხვა სპეცოპერაცია და დამთავრდება ფაისკოთი, როგორც დამთავრდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×